სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდგომ გერმანიის ბუნდესლიგა დღეს განახლდება. “ბაი არენაზე” ტურის ცენტრალური მატჩია: “ლევერკუზენი” – “ვოლფსბურგი”.
ორივე გუნდს სეზონის წინ მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ჰქონდა დასახული, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ევროპა ლიგაზეც არ იტყოდნენ უარს. ეს განსაკუთრებით ვიცე-ჩემპიონ “ვოლფსბურგზე” ითქმის, რომელიც ახლა მხოლოდ მერვე ადგილზეა. “მგლებს” ბოლო ხუთ ტურში ოდენ 7 ქულა აქვთ დაგროვებული და საერთოდ, ბოლო ორი თამაში მოუგებლად ჩაატარეს. მოკლედ, დიტერ ჰეკინგის ბიჭებს გამოფხიზლება დროულად მართებთ. რაც შეეხება “ლევერკუზენს”, “ფარმაცვეტებმა” ბოლო პერიოდში მოუმატეს, თორემ მათი მდგომარეობაც სავალალო იყო. ახლა, “ბაიერი” ოთხეულთან ძალზე ახლოსაა.
ჩემპიონი და ლიდერი “ბაიერნი” კი ხვალ, ფრანკფურტის “აინტრახტს” ეთამაშება. მიუნხენურ გიგანტს ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე კონკურენტთან კარგი უპირატესობა გააჩნია, თუმცა არც ისეთი, რომ თავს მოდუნების უფლება მისცეს. პეპ გვარდიოლას შეგირდებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩიც ელით ლისაბონის “ბენფიკასთან”. და მაინც, ამან წესით “აინტრახტის” დამარცხებაში ხელი არ უნდა შეუშალოთ. ნიკო კოვაჩის გუნდი კი სავალალო დღეშია. რომ არა, ბოლო ტურში “ჰანოვერის” დამარცხება, მათი სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ფრანკფურტელებს ქულები ჰაერივით სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში II ბუნდესლიგაში თამაში მოუწვეთ გაისად.
ვერცხლის სინში “ბაიერნის” ერთადერთი კონკურენტი “დორტმუნდი” კი შინ ბრემენის “ვერდერს” დაუხვდება, რომელიც ასევე არგავარდნისთვის გააფთრებით იბრძვის. ტომას ტუხელის ბიჭები წელს მართლაც კარგა სეზონს ატარებენ, მაგრამ მათდა საწუხაროდ, ეს ყველაფერი “ბაიერნის” დასაჯაბნად არ კმარა... “ვერდერი” კი თავის მხრივ, სახიფათო ზონასთანაა და მის გეგმებში მარცხი არ უნდა შედიოდეს.
მიმდინარე სეზონის აღმოჩენა და მესამე ადგილზე მყოფი “ჰერტა” სტუმრად “გლადბახს” ეთამაშება. საერთოდ, აღნიშნული მატჩი XXVIII ტურში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. “გლადბახიც” იქვეა და მეოთხე ადგილს ეპოტინება. თანაც, ანდრე შუბერტის გუნდი საკმაოდ მიმზიდველ და გამართულ ფეხბურთს აჩვენებს, ისევე როგორც ბერლნელები. რა მოხდება “ბორუსია პარკზე” კვირა საღამოს გვეცოდინება, თუმცა ერთი ფაქტია: “ჰერტა” ამ ტურის შემდეგაც მესამე იქნება სატურნირო ცხრილში.
“ლევერკუზენი” – “ვოლფსბურგი”
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
1 აპრილი, 22:30 საათი
“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, იედვაი, ვენდელი; ჩალჰანოღლუ, კრამერი; ბელარაბი, ბრანდტი; კისლინგი, ჩიჩარიტო
მწვრთნელი: შმიდტი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, არნოლდი, დრაქსლერი; შურლე
მწვრთნელი: ჰეკინგი
მსაჯი: ბრიხი
“მაინცი” – “აუგსბურგი”
მაინცი, კოეფის არენა”
2 აპრილი, 17:30
“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; კლემენსი, მალი, დე ბლასისი; კორდიბა
მწვრთნელი: შმიდტი
“აუგსბურგი” (4-1-1-3-1): ჰიტცი; ფუელნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი; ბაიერი; კორი; ბობადილია, კოო, საიუბი; ფინბოგასონი
მწვრთნელი: ვეიზიერლი
მსაჯი: იტრიხი
“დარშტადტი” – “შტუტგარტი”
დარმშტადტი, “მერკ-შტადიონი”
2 აპრილი, 17:30 საათი
“დარმშტადტი” (4-2-2-1-1): მატიეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემაიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; ვრანჩიჩი; ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; კლეინი, შვააბი, სუნჯიჩი, ინსუა; სერეი დიე; რუპი, გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი
მწვრთნელი: კრამნი
მსაჯი: ცვაიერი
“ინგოლშტადტი” – “შალკე”
ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”
2 აპრილი, 17:30 საათი
“ონგოლშტადტი” (4-1-2-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; როგერი; მორალესი, გროსი; ჰარტმანი, ჰინტერესსერი, ლეჩკიე
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო; გეისი, გორეცკა; სანე, მაიერი, ბელჰანდა; ჰუნტელაარი
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
მსაჯი: სიბერტი
“ჰანოვერი” – “ჰამბურგი”
ჰანოვერი, HDI არენა
2 აპრილი, 17:30 საათი
“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოშევიჩი, შულცი, სორგი; სანე, ჰოფმანი; კარამანი; კიოტაკე, პრიბი; ალმეიდა
მწვრთნელი: შააფი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, საკაი; ეკდალი, ჰოლტბი; მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი; რუდნევსი
მწვრთნელი: ლაბადია
მსაჯი: ჰარტმანი
“ბაიერნი” – “აინტრახტი”
მიუნხენი, “ალიანს არენა”
2 აპრილი, 17:30
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, ალაბა, ხუან ბერნატი; ჩაბი ალონსო; კომანი, მიულერი, ალკანტარა, რიბერი; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; ჩანდლერი, ძამბრანო, რუსი, ჯაკპა; ჰასებე, სტენდერა; აიგნერი, ჰუსჟტი, ბენ-ჰატირა; სეფეროვიჩი
მწვრთნელი: კოვაჩი
მსაჯი: მეიერი
“დორტმუნდი” – “ვერდერი”
დორტმუნდი”, “სიგნალ იდუნა პარკი”
2 აპრილი, 20:30 საათი
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; ვეიგლი, კაგავა, კასტრო; მხითარიანი, ობამეიანგი, როისი
მწვრთნელი: ტუხელი
“ვერდერი” (4-1-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, გალვეცი, გარსია; გრილიტში; ოზტუნალი, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ბარტლესი; უჯა
მწვრთნელი: სკრიპნიკი
მსაჯი: ველცი
“გლადბახი” – “ჰერტა”
გლადბახი, “ბორუსია პარკი”
3 აპრილი, 17:30 საათი
“გლადბახი” (4-2-2-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი, ვენდტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, ჰოფმანი; სტინდლი, რაფაელი
მწვრთნელი: შუბერტი
“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, შტარკი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი, სიგერსი; ჰარაგუჩი, დარიდა, კალუ; იბიშევიჩი
მწვრთნელი: დარდაი
მსაჯი: სტეგერმანი
“ჰოფენჰაიმი” – “კიოლნი”
ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”
3 აპრილი, 19:30 საათი
“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, სულე, ბიჩაკჩიჩი, ოხსი; სტრობლი, რუდი; ამირი, ვოლანდი, უტი; კრამარიჩი
მწვრთნელი: ნაგელსმანი
“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი, გერჰარტი;; რისე, ბიტენკურტი, ცოლერი; მოდესტე
მწვრთნელი: შტოგერი
მსაჯი: აიტეკინი