საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის მორიგ შეხვედრაში ,,რუსთავი“ ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერს ,,ქუთაისი 2010“-ს უმასპინძებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავი“ საკალათბურთო დარბაზის სარემონტო სამუშაოების გამო მიმდინარე სეზონის საშინაო თამაშებს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ატარებდა. ეს პირველი თამაშია, რომელსაც ქვემოქართლელები 2015-2016 წლების სეზონში საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.







