კალათბურთი

20:41 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,კაქტუსმა“ ლიდერობა შეინარჩუნა

მცირე პაუზის შემდეგ განახლდა ,,ა“ ლიგა, რომლის გუნდებიც სუპერლიგის ერთადერთი საგზურისათვის იბრძვიან. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,კაქტუსი“ სეუ-ს დაუპირისპირდა, რომელიც პირველ ოთხეულში მოხვედრისათის იბრძვის.

ყველასათვის მოულოდნელად ,,კაქტუსმა“ საკმაოდ იოლად ანგარიშით 102:48 დაამარცხა მეტოქე და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩის ბედი მეორე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,კაქტუსმა“ 23 ქულს სხვაობით 28:5 მოიგო.

,,კაქტუსის“ გამარჯვებაში ამერიკელმა ლეგიონერებმა ფილიპ ჰენრიმ და დენიელ უილიამსმა შეიტანეს ყველაზე დიდი წვლილი. ჰენრიმ 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, რომელსაც უილიამსი ერთი ქულით ჩამორჩა. სეუ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები ირაკლი ქილიფთარი და კახა გიორგაძე იყვნენ, რომლებმაც 11-11 ქულა დააგროვეს.

სეუ - ,,კაქტუსი“ 48:102 (18:23, 5:28, 21:33, 4:18)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166525