რაგბი

22:52 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობისთვის, შარშანდელის მსგავსად, საქართველო და საფრანგეთი ითამაშებენ

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, შარშანდელის მსგავსად, საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ნახევარფინალში მასპინძელი პორტუგალია 29:10 დაამარცხეს, მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმა კი ბელგია 62:3 გაანადგურა.

ფინალური მატჩი ლისაბონის “ჟამორზე” 26 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი, მანამდე კი, ტურნირზე დანარჩენი ადგილები განაწილდება.

უკვე ცნობილია, რომ მე-3 ადგილისთვის პორტუგალია და ბელგია ითამაშებენ, მე-5 პოზიციას ესპანეთი და გერმანია გაითამაშებენ, მე-7 ადგილისთვის მატჩში კი რუმინეთი და რუსეთი შეერკინებიან.

საინტერესოა, დღეს რუსეთმა ესპანეთთან 13:23 წააგო, ხოლო რუმინეთი 11:23 დამარცხდა გერმანიასთან, რომელიც მეოთხედფინალში პორტუგალიასთან 5:64 განადგურდა.

საქართველო 29:10 (21:10) პორტუგალია

საქართველო: 15 ბექა მამუკაშვილი, 14 გიორგი ნარიმანიძე, 13 თორნიკე ჯალაღონია, 12 კოტე ხამაშურიძე, 11 ივანე კალანდაძე (24 ლუკა მარგიანი 56) 10 გელა აფრასიძე (21 იოსებ ხეტაშვილი 66) 9 ელგუჯა კიკვაძე (25 საბა ხურცილავა _?) / 1 გურამ გოგიჩაშვილი (16 გიორგი ნუცუბიძე 59) 2 თენგიზ ზამთარაძე (17 ლევან პაპიძე 61) 3 ჯემალ შათირიშვილი (18 ლუკა აზარიაშვილი 51) 4 ბექა საღინაძე (კაპ), 5 ლაშა ჯაიანი (_? 49) 6 სანდრო მამამთავრიშვილი, 7 თენგიზ გიგოლაშვილი (22 გიორგი წიკლაური 48) 8 არსენ მაჩალაძე.

არ შესულან: 19 გიგა გრიგალაშვილი, 20 სანდრო კალმახელიძე, 23 სანდრო სვანიძე, 26 რევაზ ხარაზიშვილი.

4ლ: მამამთავრიშვილი მაჩალაძე (2 3) ხურცილავა; 3გ ჯ: აფრასიძე

პორტუგალია - 2ლ: 15 პინტუ, 11 გონსალვეში.

მსაჯი: იორდაკესკუ (რუმინეთი)
სამ 22/03 ლისაბონი, ჟამორ (ათასი) @ 12.00 = 16.00 საქ

7:0(3) 7:5(12) 14:5(26) 21:5(33) 21:10(34) /
24:10(41) 29:10(61) # ჭაბუკთა თამაში 70 წუთაა!

მატჩის ვიდეო

0.185505