გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ცხრა შეხვედრა გაიმართა.
დღის ცენტრალური შეხვედრა ტეხასში გაიმართა, სადაც “სან ანტონიომ” “გოლდენ სტეიტს” 87:79 აჯობა. “სან ანტონიომ” წინა სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ 35-ე საშინაო შეხვედრა მოიგო, “მეომრებმა” კი სეზონში მეშვიდე მარცხი იგემეს. რაც შეეხბა უშუალოდ შეხვედრა, მატჩის ბედი ბოლო მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც “ტეხასელებმა 22:14 იმარჯვეს. “გოლდენ სტეიტის” მარცხის მთავარ ფაქტორად შეგვიძლია სტეფ კარის დაბალშედეგიანობაც დავასახელოთ. კარიმ გუნდს 14 ქულა 6 მოსნა და 6 პასი შესძინა. “ოქროს” ბიჭუნამ” 12 ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ასევე ტომპსონმა 7 სამქულიანიდან ერთი მოათავსა კალათში. “სან ანტონიოს” ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა, 26 ქულა, 13 მოხსნა.
“ინდიანა” შინ “ოკლაჰომასთან” 111:115 დამარცხდა. მატჩში ყველაზე მეტი 45 ქულა ინდიანაპოლისელების ლიდერ პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. ჯორჯმა 10-დან 4 სამქულიანი, 19-დან 10 ორქულიანი და 15-დან 13 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ოკლაჰომაში დურანტმა ორმაგი დუბლი შეასრულა 33 ქულა, 13 მოხსნა, უესტბრუკმა სამმაგი დუბლი გააკეთა 14 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა.
“შარლოტ ჰორნეტსი” – “დენვერი” 93:101 (22:28, 18:29, 22:21, 31:23)
https://www.youtube.com/watch?v=ZAjVCcEN8UU
“დეტროიტი” – “ბრუკლინი” 115:103 (29:23, 25:29, 23:25, 38:26)
https://www.youtube.com/watch?v=JUyY_niNiL0
“ინდიანა” – “ოკლაჰომა” 111:115 (28:27, 26:37, 33:24, 24:27)
https://www.youtube.com/watch?v=Z2SNBACi-1w
“ვაშინგტონი” – “ნიუ იორკი” 99:89 (20:29, 23:24, 33:13, 23:23)
https://www.youtube.com/watch?v=mO1Y1K2H34c
“ატლანტა” – “ჰიუსტონი” 109:97 (30:16, 22:42, 30:25, 27:14)
https://www.youtube.com/watch?v=ghWqiDISO1U
“მაიამი” – “კლივლენდი” 122:101 (31:19, 34:25, 33:26, 24:31)
https://www.youtube.com/watch?v=JZ9dxHt_nTU
“ჩიკაგო” – “იუტა” 92:85 (25:19, 25:21, 29:27, 13:18)
https://www.youtube.com/watch?v=PSkEjt7JCDk
“მემფისი” – “კლიპერსი” 113:102 (31:29, 27:29, 27:17, 28:27)
https://www.youtube.com/watch?v=aVjIk7vl3hQ
“სან ანტონიო” – “გოლდენ სტეიტი” 87:79 (17:18, 26:19, 22:28, 22:14)
https://www.youtube.com/watch?v=trNa2meUETY