ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “ბარსელონასთან” წაგებული (1:3) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და მათთან საუბარში აღნიშნა, რომ შედეგით იმედგაცრუებულია, რადგან მისმა გუნდმა საკუთარი მომენტები გაანიავა და ამის გამო დამარცხდა.
ფრანგმა სპეციალისტმა ასევე “ბარსელონა” აქო და განსაკუთრებით კატალონიელთა შემტევი ტრიო ადიდა.
“ჩვენი მეტოქე უმაღლესი დონის კლუბია, თუმცა ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული. კარგად ვითამაშეთ და 1:1-ზე დაწინაურებაც შეგვეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო დავისაჯეთ.
უკანასკნელი 6 წლის განმალობაში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან ვვარდებოდით იმ კლუბებთან, რომლებიც ტურნირს იგებდნენ (“ბარსელონა” და “ბაიერნი” იგულისხმა”). ერთადერთი გამონაკლისი შარშან “მონაკო” იყო.
“ბარსელონას” საოცარი შემტევი ტრიო ჰყავს, რომელთაც არაფრისგან შეუძლიათ მომენტის შექმნა. ისინი ფეხბურთს ხელოვნებად აქცევენ. მათი თამაშით აღფრთოვანებული ვარ”, - განაცხადა გამოცდილმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ “არსენალი” “ბარსელონასთან” ორრაუნდიან დაპირისპირებაში 1:5 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.