17 მარტს (ხუთშაბათს), რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის მატჩამდე (საქართველო-რუმინეთი, 19 მარტი, 17:00, “დინამო არენა”) 2 დღით ადრე, “ბორჯღალოსნები” შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავენ.
ვარჯიში 16:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისთვის და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის დასწრება თავისუფალია.
ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა. სინქრონების ჩაწერის შესაძლებლობა ჟურნალისტებს ვარჯიში დაწყებამდე 20 წუთით ადრე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები “დინამო არენას” სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათის ჩათვლით იყიდება. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ინტენერნეტით – ვებ-გვერდზე www.BILETEBI.ge
www.rugby.ge