კალათბურთი

11:54 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიომ” “ხარებს” აჯობა, კობის 26 ქულა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“სან ანტონიომ” შინ “ჩიკაგო” 109:101 დაამარცხა. ტეხასელები მთელი შეხვედის განმავლობაში ლიდერობდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, ლამარკუს ოლდრიჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა 26 ქულა, 10 მოხსნა. “ჩიკაგოში” საუკეთესო 21 ქულით დერეკ როუზი გახლდათ. “სან ანტონიო” 55 მოგებით და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“ლეიკერსი” შინ “კლივლენდთან 108:120 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალერიამ” 31:24 მოიგო. ყველაზე მეტი 26 ქულა კობი ბრაიანტმა ჩააგდო. “შავმა მამბამ” 4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო. 26 ქულა კარი ირვინგის ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 24 ქულა ჩაუგდო. “კლივლენდი” 46 მოგებით და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ხოლო “ლეიკერსი” 14 მოგებით და 52 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

“ტორონტო” – “ატლანტა” 104:96 (20:21, 32:27, 30:27, 22:21)

https://www.youtube.com/watch?v=rRT0BVB5Jtk

“სან ანტონიო” – “ჩიკაგო” 109:101 (27:27, 27:20, 30:27, 25:27)

https://www.youtube.com/watch?v=xwKmYdcHVZw

“დენვერი” – “ფინიქსი” 116:98 (25:18, 30:23, 27:33, 34:24)

https://www.youtube.com/watch?v=4JUDh9ul3Ts

“ლეიკერსი” – “კლივლენდი” 108:120 (31:33, 24:31, 27:31, 26:25)

თეგებინბა
0.115995