ფეხბურთი

11:06 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვან დერ საარმა კარიერა განაახლა

ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარე ედვინ ვან დერ საარი ფეხბურთს დაუბრუნდა, თუმცა არაპროფესიონალურ დონეზე. კერძოდ, 45 წლის მეკარე კარიერას ჰოლანდიის მეოთხე დივიზიონის ბინადარ “ნოორდვიკში” განაახლებს. ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ვან დერ საარი დამდეგ შაბათს “ჯოდან ბოისის” წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს.

როგორც კლუბის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ვინკი ამბობს, “ნოორდვიკის” ძირითადი მეკარე მუსტაფა მარეზინე ტრავმირებულია, ხოლო გუნდს მისი შემცვლელი არ ჰყავს და დახმარება ვან დერ საარს სთხოვა.

“ედვინი გუნდში გულით მოდის. ჩვენ მას ვკითხეთ, ითამაშაბდა თუ არა ჩვენთან და ის დაგვთანხმდა”, - თქვა ვინკმა.

აღსანიშნავია, რომ ვან დერ საარი “ნოორდვიკის” აღზრდილია. სწორედ ამ გუნდში თამაშობდა იგი ახალგაზრდულ ასაკში. კერძოდ, 1985-1990 წლებში და შემდეგ გადაბარგდა ამსტერდამის “აიაქსში”. შეგახსენებთ, ედვინმა ფეხბურთის თამაშს თავი 2011 წლის გაზაფხულზე დაანება. მან ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა კატალონური “ბარსელონას” წინააღმდეგ.

ისე კი, “ნოორდვიკის”, “აიაქსისა” და “მანჩესტერის” გარდა, “იუვენტუსისა” და “ფულჰემის” რიგებშიც უთამაშია.

0.116145