ფეხბურთი

17:32 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბრეშას” აღმზევებელი გარდაიცვალა

იტალიის სერია B-ს ბინადარ “ბრეშას” ყოფილი პრეზიდენტი ეუჯენიო კორიონი გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. იტალიელი ბიზნესმენმა სიცოცხლე 78 წლის ასაკში დაასრულა. კორიონი ფეხბურთში 1985 წლიდან მოყოლებული გახლდათ.

იგი 1985-1992 წლებში “ბოლონიას” პირველი პირი იყო, ხოლო 1992-2014 წლებში “ბრეშას” პრეზიდენტი გახლდათ. ერთი წლის წინ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გუნდი დატოვა.

საერთოდ, კორიონის სახელს უკავშირდება პატარა ლომბარდიული გუნდის აღზევება სერია A-ში. მისი მართველობის პერიოდში სხვადასხვა დროს “ბრეშაში” ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ როგორებიც, რობერტო ბაჯო, ლუკა ტონი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა და მარეკ ჰამშიკი არიან.

მთავარ მწვრთნელად კი ასევე სხვადასხვა დროს კორიონის მირჩა ლუჩესკუ, ჯანი დე ბიაზი და კარლო მაცონე ჰყავდა მიწვეული...

0.247564