სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:27 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მხიარული მანოლო: “საქართველოში ტალანტების სიმრავლე რომ დავინახე, იმიტომაც ჩამოვედი”
“საბურთალო” მანოლო იეროს გარდა, ესპანელ ფიზმომზადების მწვრთნელსაც ჩამოიყვანს 
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს მანოლო იეროს სახით. 53 წლის მანოლო მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდის, ფერნანდო იეროს უფროსი ძმა გახლავთ. თავად მანოლოც თამაშობდა, კარიერის დიდი ნაწილი მშობლიურ “მალაგაში” გაატარა (იეროები მალაგაში არიან დაბადებულნი), ერთი წელი კი “ბარსელონაშიც” იყო.

მანოლო იერო “მალაგას” სპორტული დირექტორიც გახლდათ და კლუბი მისი მუშაობის პერიოდში აღმავლობას განიცდიდა. ბევრს ემახსოვრება, ანდალუსიური კლუბი საკმაოდ ძლიერი იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა კიკი მუსამპა, დელი ვალდესი და დარიო სილვა თამაშობდნენ.

მანოლო იერო რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა თბილისში, ოფიციალურად კი 1 მარტიდან შეუდგა მუშაობას. “ბენდელას” სტადიონზე იერომ და “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ პრესკონფერენცია მოაწყვეს.

თავიდანვე ვიტყვით, რომ უშუალო და დადებითი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა ესპანელმა. ბევრს ხუმრობდა და პირდაპირ გვითხრა, არანაირი კითხვის დასმა არ მოგერიდოთ, მეც თქვენი კოლეგა ვარო. საქმე ისაა, რომ მანოლო იერო 2012-2016 წლებში ესპანეთში სპორტულ კომენტატორად მუშაობდა.

ჯერ კახა კაშიამ ისაუბრა: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან კარგი თანამშრომლობა. ვაფასებთ თქვენს საქმიანობას. მანოლო იეროს შესახებ ვიკიპედია-ში რამდენიმე არასწორი ინფორმაციაა. ის არა ორი, არამედ ცხრა წელი მუშაობდა “მალაგას” სპორტულ დირექტორად: 2000-2009 წლებში. კლუბი იმ პერიოდში საკმაოდ წარმატებული იყო და აღზევების ხანა ჰქონდა. მანოლოს სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა და თავადაც იტყვის, მაგრამ “საბურთალო” არჩია. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ ფერნანდო იერო გვსტუმრობდა და მისი გამოცდილება დიდად დაეხმარება “საბურთალოს” ევროპისკენ ინტეგრაციაში.

...მანოლო იეროს პროლიცენზია აქვს, მის განკარგულებაში იქნება “საბურთალოს” პირველი გუნდიც და აკადემიის გუნდებიც. როგორც იცით, “საბურთალოში” გვყავდა აკადემიის დირექტორი ანდრეს კარასკო, ასევე ესპანელი სპეციალისტი. ახლა კი მანოლო იეროს ჩაბარდა სპორტული დირექტორის პოსტი”.

კაშიამ გვაცნობა, რომ იეროსთან კონტრაქტი ორწლიანია, ოღონდ გაგრძელების პერსპექტივით.

მანოლო იერო: - “საბურთალო” ყველამ კარგად დამიხასიათა და ასევე, პირადად მეც დავინახე, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ესპანეთში ვნახე ვიდეოები, სრული მატჩების ფირები მომაწოდეს. მომწონს გუნდის სათამაშო მანერა, რომელიც ჩემს გემოვნებას ემთხვევა, თუმცა რა თქმა უნდა, ხარვეზები არის და სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

- ესპანურ კლუბებთან “საბურთალოს” დაახლოება თუ იგეგმება? თუნდაც ამხანაგური მატჩების გამართვა.

- თავისუფლად შეიძლება, რომ ეს მოხდეს. ესპანური ფეხბურთი მსოფლიოში ცნობილია თავისი სიძლიერით, განსხვავებული სათამაშო მანერით და კარგი იქნება, რომ “საბურთალო” უფრო და უფრო მეტად დაუახლოვდეს. დიდ იმედებს ვამყარებ ქართულ ფეხბურთზე, ნათლად ვხედავ ნიჭსა და პოტენციალს და შემდგომში თუ ისე სწრაფად ვერ ვითარდებიან თქვენი ტალანტები, ეს შესაძლოა იმიტომაც, რომ ბავშვობიდანვე სწორად არ მიდიოდა მათთან მუშაობა და რაღაც დააკლდათ.

- ზოგადად ქართულ ფეხბურთზე რა ინფორმაცია გაქვთ, რამდენად იცნობთ?

- იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელიც უცხო ქვეყნის არა მხოლოდ საფეხბურთო ცხოვრებით, არამედ ისტორიითაც ინტერესდება. გავეცანი როგორც თბილისი, ასევე მთლიანად საქართველოს ისტორიას და ვიცი, რომ ბევრი საერთო გვაქვს. ახალგაზრდა ქართველებზე კიდევ ვიტყვი, რომ ისინი მომწონს. გუშინ ვუყურე 17-წლამდელთა ნაკრების თამაშს სომხების წინააღმდეგ და დადებითი კუთხით ბევრი რამ დავინახე.

- “საბურთალოში” კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ ესპანელის ჩამოსვლას? მაგალითად, ფიზმომზადების მწვრთნელის?

- ჯერ გაცნობის პროცესში ვარ. უპირველესი მიზანია, რომ კარგად გავიცნო სიტუაცია, რაში გვიჭირს, რაში გვაქვს მეტი სამუშაო. შევხვდი “საბურთალოს” აკადემიის ხელმძღვანელ გიორგი დეკანოსიძეს, ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ჯერ კიდევ დროა საჭირო, რათა დავსახო მიმართულებები.

- თქვენს ბიოგრაფიაზე უფრო ვრცლად გვითხარით. და კიდევ, როგორ მოხდა, რომ “რეალის” ლეგენდა ფერნანდო იეროს ძმა თავის დროზე “ბარსელონაში” გადახვედით?

- სამი ძმა და ერთი და მყავს. ოთხი ძმიდან სამმა ვითამაშეთ ფეხბურთი. ჩემი და ფერნანდოს გარდა, უფროსი ანტონიოც თამაშობდა. 13 წელი იყო “მალაგაში” და მერე “ერკულესში” გადავიდა. “ბარსელონა” და “რეალი”? ოო, ეს ცოტა ისეთი თემაა... მამა “ბარსელონას” ქომაგი იყო, ხოლო ჩემი ძმები “რეალისტები”, ოღონდ მე არა – მე მამის კვალს გავყევი, “ბარსას” დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ვარ. როცა “რეალი” აგებს, მე ვურეკავ ძმებს, ხოლო “ბარსა” თუ აგებს, მე მირეკავენ... როგორც წესი, მე უფრო ხშირად მიწევს დარეკვა, რადგან მადრიდელები უფრო ხშირად მარცხდებიან, ვიდრე კატალონიელები. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის დამირეკეს... (იეროს გაუხარდა, როცა ვუთხარით, რომ სამი წლის წინ თბილისის “ლოკომოტივის” 19-წლამდელებმა დაამარცხეს “ბარსელონას” თანატოლთა გუნდი – სტუმრად 1:0 დავით ჯიქიას გოლით – ი.ნ.).

- 2009 წელს “მალაგადან” რატომ წამოხვედით?

- შეიცვალა კლუბის მიმართულება, შეიცვალნენ მფლობელები. მე შემომთავაზეს დარჩენა, მაგრამ ერთგული ადამიანი ვარ და ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე კლუბი. ეს ჩემს ხასიათში ზის. არადა, 2000-იან წლებში “მალაგას” მთავარი გუნდიც ძლიერი იყო და ასაკობრივი გუნდებითაც არაერთი ტიტული მოვიგეთ. ჩვენი ფეხბურთელები ესპანეთში საკმაოდ მოთხოვნადები იყვნენ. იმ დროს “მალაგა ბ”-ც კი სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა. ეს მაშინ, როცა იქ არ იყვნენ “ბარსელონა ბ” და “რეალი ბ”.

ბოლოს კი შევიტყვეთ, რომ “საბურთალოში” ზაფხულამდე ჩამოვა ესპანელი ფიზმომზადების სპეციალისტი. ზოგადად, საქართველოში ჭირს ამ მიმართულების მწვრთნელები და კლუბიც ცდილობს, რომ ფეხი აუწყოს ევროპულ სტანდარტებს. ჯერჯერობით, მწვრთნელის გვარი უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.142961
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X