ფეხბურთი

12:43 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია ტურის სიმბოლურში

ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველ ახალწვეულს გიორგი აბურჯანიას ესპანეთის სეგუნდადივიზიონის განვლილ ტურში შესანიშნავი თამაში სიმბოლურ გუნდში მოხვედრით დაუფასდა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი goldeplata.com-ის ვერსიით, ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორისაა.

გასულ უქმეებზე ტარაგონელებმა 1:0 მოუგეს “ელჩეს” და ერთადერთ გოლში ქართველმა ნახევარმცველმა ლომის წილი დაიდო: სამ მეტოქეს გასცდა, შემდეგ მოხდენილი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნარანხო და მანაც გაიტანა (VIDEO). გარღვევაც კარგი იყო პასიც.

აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა. “ხიმნასტიკს” ამ მოგების შემდეგ 41 ქულა მოუგროვდა, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და პრიმერაში გადასვლის კარგი შანსიც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133917