ფეხბურთი

15:22 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" ავსტრიის "ლუშტენაუს" გაეჯიბრება

9 თებერვალს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ავსტრიის პირველი ლიგის ბინადარ "ლუშტენაუს" გაეჯიბრება. აღნიშნული შეხვედრა შეკრებამდე არ იყო ჩანიშნული, თუმცა ქართული კლუბის სურვილით სამშაბათისთვის დაიგეგმა. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

გეცოდინებათ, რომ დედაქალაქელები თურქულ შეკრებაზე 25 ფეხბურთელით არიან წასულები და სასურველია, საკონტროლო მატჩებში თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მიეცეს.

თბილისელების მომავალი მეტოქე შინაურ პირველობაზე მეხუთე ადგილზე იმყოფება. ავსტრიელებმა 2 თებერვალს შვეიცარიის "ვადუცს" 2:1 მოუგეს, მანამდე კი ამავე ანგარიშით შვეიცარულსავე "სენტ გალენს" სძლიეს. "ლუშტენაუს" რიგებში ორი ბრაზილიელი, ამდენივე თურქი და ორი გერმანელი ფეხბურთელი ირიცხება.

ისიც ვთქვათ, რომ “საბურთალო” შეკრებას 10 თებერვალს, სერბეთის პირველლიგელ "ნაპრედაკთან" თამაშით დაასრულებს.

0.118248