სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:17 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონი” ყაზახებს უგოლოდ დაშორდა

ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა „სიონმა“ პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახური „ოკჟატპესის“ წინააღმდეგ გამართა და ფრედ – 0:0 დაასრულა.

ბოლნისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, ვარლამ კილასონიამ ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა. შეხვედრის პირველ ნაწილში, თავის გამოჩენის საშუალება ახალწვეულებს მიეცათ. ბოლნისელთა შეტევებს, მარჯვენა ფლანგზე, შულაია და გოგინაშვილი ამწვავებდნენ, რასაც ხშირად, მოწინააღმდეგეთა მხრიდან წესების დარღვევა მოსდევდა.

სწორედ ასეთ ეპიზოდს, „ოკჟატპესის“ კართან ხიფათი მოჰყვა. საჯარიმო დარტყმა მესხმა შეასრულა, მცველებმა ბურთი გამოიტანეს, დამატებაზე კი მეკარემ იმარჯვა.

კონტრშეტევაზე ააგეს თამაში ყაზახებმა. ალხაზოვი ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ვარლამ კილასონიამ დარტყმის საშუალება არ მისცა.

ანგარიშის გახსნის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა უგულავას, რომელსაც ბურთი საჯარიმოში მიუვიდა, თუმცა დარტყმა ვერ მოახერხა, დამატებაზე კი მესხმა ვერ ივარგა.

გატანის შანსი ჰქონდათ ყაზახებსაც, თუმცა, მეკარე მერლანი, ამ ეპიზოდშიც და მთელი შეხვედრის განმავლობაში, დამაჯერებელი იყო. მერლანმა ალხაზოვს გატანის საშუალება არ მისცა, როდესაც „ოკჟატპესის“ თავდამსხმელმა თავით საკმაოდ სახიფათოდ დაარტყა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა სრულად შეცვალა, ბოლნისელთა უპირატესობა კი უფრო სოლიდური გახდა. „სიონის“ ბომბარდირს დიმიტრი ტატანაშვილს რამდენიმეჯერ ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ანგარიში გაეხსნა და გუნდი წინ გაეყვანა, მაგრამ მეკარე ბაბახანოვი დამაჯერებლად ირჯებოდა.

საქმე ნანიევსაც გამოუჩნდა. ტატანაშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო, ვილი ისიანმა ცოცხალ კედელს მოარტყა, ამით კი ყაზახებმა ისარგებლეს და კონტრშეტევა წამოიწყეს. რაზმაძე მოტყუვდა, ნანიევმა კი ნახტომში მოიგერია ბურთი.

ისიანი-ტატანაშვილის კომბინაციას გოლიც მოჰყვა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. საბოლოოდ, შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა.

“სიონი” მომდევნო ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს, დანიური „ჰობროს“ წინააღმდეგ გამართავს.

სიონი: მერლანი, ვ. კილასონია, საჯაია, გურეშიძე, გოგინაშვილი, შულაია, გოგობერიშვილი, მესხი, გვალია, უგულავა, კობახიძე.

მეორე ტაიმი: ნანიევი, ოთარაშვილი, სვანიძე, საჯაია, შალამბერიძე, კილასონია გ., რაზმაძე, მანჯგალაძე, გაგნიძე, ისიანი, ტატანაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114981