ფეხბურთი

15:33 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალი” “მიკას” დაუზავდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” “ცხინვალმა” ამხანაგურ მატჩში სომხეთის ჩემპინატის მონაწილე “მიკას” უმასპინძლა და ფრედ – 1:1 ითამაშა.

ანგარიში 41-ე წუთზე “მიკას” ფეხბურთელმა იგორ შუმილინმა გახსნა. 78-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა ალექსეი კისელოვის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგი ნადირაძემ მოიგერია.

მატჩის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე სოსო ჩახვაშვილმა დააფიქსირა.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, გორგიაშვილი, ქარდავა, ლექვთაძე, ქოჩლაძე, ივანიშვილი.

მეორე ტაიმი: ნადირაძე, ფირცხალავა, ბუთუევი, კაჭკაჭიშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, მახარობლიძე, ქარდავა, ლობჯანიძე, გორელიშვილი, ჩახვაშვილი.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

თეგები\"ცხინვალი\"
0.120251