საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” დღეს ბელეკში მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები ოთხშაბათს რუმინულ “ვოლუნტარს” გაეჯიბრებიან, რომელიც უმაღლეს ლიგაში თოთხმეტგუნდიან პირველობაზე მე-13 საფეხურზეა. “საბურთალოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
“ვოლუნტარი” 2010 წელს დაარსდა, უმაღლეს ლიგაში კი პირველად 2014-2015 წლების სეზონიდან ასპარეზობს. პირველი წრის შემდეგ, კლუბს 23 თამაშიდან 15 ქულა აქვს და ორით ჩამორჩება მეთორმეტეზე მყოფ “კონკორდიას”.
“ვოლუნტარში” ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები ირიცხებიან, თუმცა არიან ლეგიონერებიც – უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, ხორვატიიდან, ბრაზილიიდან კამერუნიდან და ირლანდიიდან.