კალათბურთი

20:40 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავმა” ნავსი გატეხა

დღეს დაგეგმილი შეხვედრები “რუსთავი”- “სოხუმის” მატჩით დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის ჩატარებული ორივე შეხვედრა “სოხუმის” გამარჯვებით დასრულდა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ქვემოქართლელები, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული მეტოქე ჰყავდათ, ზედიზედ მესამე შეხვედრასაც წააგებდნენ. ასეც მოხდა, ამდენად ქვემოქართლელებმა ნავსი გატეხეს და დაძაბულ ბრძოლაში 81:75 სძლიეს მეტოქეს.

მართალია მთელი შეხევდრის განმავლობაში “რუსთავი” ლიდერობდა, მაგრამ “სოხუმი” კვალში ედგა და დიდი ანგარიშით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. ზღვისპირელებმა რამდენჯერმე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ფილიპ მილერმა დააგროვა, მაგრამ მისმა გარჯამ თანაგუნდელებს ვერ უშველა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი მოთამაშე მწვრთნელმა ლევან ფაცაციამ (13 ქულა, 13 მოხსნა) და ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ჯგერენაიამ (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულეს. რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი რეზო ჩაჩანიძემ, მიხეილ ჭოჭუამ, ნიკოლა გაჩეშამ და კაელ ტურპინმა შეიტანეს. მათგან ყველაზე მეტი 20 ქულა რეზო ჩაჩანიძემ დააგროვა.

“რუსთავი” – “სოხუმი” 81:75 (19:17, 17:17, 23:22, 22:19)

ბათუმი 15 11 4 26
ქუთაისი 15 10 5 25
დინამო 15 9 6 24
მგზავრები 15 8 7 23
სოხუმი 15 7 8 22
რუსთავი 15 6 9 21
ოლიმპი 14 6 8 20
აკადემია 14 2 12 16

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165721