ფეხბურთი

10:49 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

იანკაუსკასმა ლიტვის ნაკრები ჩაიბარა

როგორც ლიტვის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ედგარას იანკაუსკასი ლიტვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელად დანიშნეს. 40 წლის სპეციალისტი გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოამზადებს.

ედგარასი აქამდე მოსკოვის “ლოკომოტივში” (ასისტენტი), “ჰართსში” (ასისტენტი) და ლიტვურ “ტრაკაიში” (მთავარი მწვრთნელი) მუშაობდა.

ლიტვის ეროვნული გუნდი მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის, შოტლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და მალტის ნაკრებებს დაუპირირისპირდება. პირველ შეხვედრას იანკაუსკასის შეგირდები 4 სექტემბერს შინ სლოვენიის წინააღმდეგ გამართავენ.

0.123957