საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის თბილისში დაიწყო მზადება, 27 იანვრიდან გეზს თურქეთისკენ აიღებს, სადაც დასკვით ეტაპს გაივლის.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ 1 თებერვალს „საბურთალო“ ჩეხეთის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) "ზლინს" დაუპირისპირდება, რომელიც შინაურ პირველობაზე მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.
ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი დანარჩენ მოწინააღმდეგეებზე. თბილისელები სავარაუდოდ ბულგარეთის, რუმინეთისა და პოლონეთის კლუბების წინააღმდეგ ითამაშებენ.