რაგბი

13:17 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გლაზგო” “ედინბურგთან” მეორედაც დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსი” 2016 წლის პირველ მატჩში, შოტლანდიურ დერბიში “ედინბურგთან” 11:14 დამარცხდა.

ეს იყო კელტების ლიგის, იგივე პრო 12-ის მე-11 ტურის მატჩი და ასევე შოტლანდიის თასის განმეორებითი შეხვედრა, რომელიც 1872 წლიდან თამაშდება. თამაში დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა ჯარიმა და ლელო გაიტანეს, თავად 2 ჯარიმა გაუშვეს და 8:6 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში “გლაზგომ” ჯარიმა გაიტანა, 67-ე წუთზე თავადაც გაუშვა ჯარიმა და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. ასეთ შემთხვევაში, “ედინბურგი” ორი მატჩის ჯამში შოტლანდიის თასს ვერ იგებდა, მაგრამ 4 ქულას ჩაიწერდა, თუმცა, 74-ე წუთზე ლელო გაუშვა და მიუხედავად ბოლო წუთებზე მონდომებისა, 11:14 დამარცხა.

მამუკაშვილმა შეცვლაზე 68-ე წუთიდან ითამაშა, მისი გუნდი კი, ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა და 10 თამაშიდან 27 ქულით მე-8 ადგილზეა. “გლაზგო” 9 იანვარს ჩემპიონთა თასის გამოტოვებულ შეხვედრაში პარიზში “რასინგს” ეთამაშება.

0.695569