კალათბურთი

18:39 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უესტბრუკი და გორტატი გამოარჩიეს

ნბა-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღმოსავლეთ კონფერენციაში “ვაშინგტონის” პოლონელი ცენტრი მარჩინ გორტატი და დასავლეთში “ოკლაჰომას” გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი დაასახელეს.

გასულ კვირაში გორტატის თაოსნობით “ვაშინგტონმა” სამივე შეხვედრა მოიგო, მარჩინი გუნდს საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.3 ქულას, 11.7 მოხსნას და 1.7 ბლოკს სძენდა.

“ოკლაჰომამ” კი ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო, უესტბრუკი საშუალოდ 28 ქულას, 8.8 პასს, 7.3 მოხსნას და 3 ჩაჭრას აგროვებდა.

0.113223