თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ‘რაგბი ევროპის’ პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ და საქართველო რაგბის კავშირის პრეზენდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.
მორარიუმ ისაუბრა თავისი ვიზიტის მიზნებზე, რომელიც უკავშირდებოდა 2016 წელს რაგბი ევროპის კონგრესის თბილისში გამართვას, 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა საქართველოში გასამართი ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებსა და ბუნერივია, გვერდი ვერ აუარა სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს.
მორარიუმ აღნიშნა ის წარმატებული გზა, რაც ქართულმა რაგბმა დღევანდელობამდე გაიარა და არაერთხელ ხაზი გაუსვა გიორგი ნიჟარაძის წვლილს ამ საქმეში. მან დაადასტურა, რომ უმაღლეს დონეზე პირადი ნდობის ხარჯზე ბევრი რამის მიღწევა ხდება და ამ შემთხვევაში გიორგი ნიჟარაძისადმი ნდობა და ქართული სარაგბო ოჯახის ერთობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
გიორგი ნიჟარაძემ მადლობა გადაუხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტს, ვეტერანებს, ქომაგებსა და ჟურნალისტებს თანადგომისთვის და განაცხადა, რომ კანდიდატურის მოხსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებული იყო ქართული სარაგბო ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებით. მან დასძინა, რომ ‘სკამი’ მეორეხარისხოვანია. მნიშველოვანია არსებული ერთიანი და წარმატებული გუნდის შენარჩუნება და თავად მზადაა ყველაფერი გააკეთოს ქართული რაგბის შემდგომი წინსვლისათვის.
დღევანდელ პრესკონფერენციას ვრცლად worldsport.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ