ფეხბურთი

12:07 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაგათი იაპონიაში მუშაობს

გერმანული გამოცემა Kicker-ი სახელგანთქმული გერმანელი სპეციალისტის, ფელიქს მაგათის ბედით დაინტერესდა და მას იაპონიაში მიაგნო - ის იქ “საგან ტოსუს” ავარჯიშებს.

როგორც ირკვევა, “რკინის ფელიქსმა” იაპონურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ მაგათი 2014 წლის შემდეგ უმუშევარი იყო. ბოლოს ის ლონდონის “ფულჰემში” მუშაობდა, საიდანაც წარუმეტებლობის გამო დაითხოვეს. Kicker-მა გამოიკვლია, რომ “საგან ტოსუს” 40-ათასიანი სტადიონი აქვს, მაგრამ თამაშებისას მხოლოდ მისი მესამედი ივსება და შეხვედრებს საშუალოდ 13 ათასი გულშემატკივარი ესწრება.

“აქ ყველა მოტივირებულია და ბოლომდე ბრძოლაზე საუბრობს” - ამბობს მაგათი, რომლისთვისაც “საგან ტოსუ” “ფულჰემის” შემდეგ მეორე უცხოური კლუბია. სამშობლოში ის “ჰამბურგში”, “ნიურნბერგში”, “ვერდერში”, “აინტრატში”, “შტუტგარტში”, “ბაიერნში”, “ვოლფსბურგსა” და “შალკეში” მუშაობდა.

0.113911