ფეხბურთი

15:41 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ავღანეთში 12-გუნდიანი საფეხბურთო ტურნირი მოიგეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც 12 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელთა ნაკრები მონაწილობდა. ჩემპიონი საქართველო გახდა. RS-HQ-ის (მტკიცე მხარდაჭერის მთავარი შტაბი) ბაზა ქაბულშია და სწორედ იქ ჩატარდა თამაშები, საქართველოდან კი მონაწილეობდნენ მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის პირველი გაძლიერებული ასეულიდან არჩეული ფეხბურთელები.

ქართველებმა ნახევარფინალამდე ავღანეთს 8:2, ხოლო რუმინეთს 4:1 მოუგეს. ნახევარფინალში ხორვატიას 4:1 სძლიეს, ხოლო ფინალში შეხვდნენ მაკედონიას, რომელიც შარშანდელი ჩემპიონი იყო. დაძაბულ თამაშში ქართველებმა 3:2 იმარჯვეს და ჩემპიონობა ირგუნეს.

ქართველთა შემადგენლობა: მიხეილ ქემაშვილი, გელა ხელაძე, ენრი ჩადუნელი (გუნდის კაპიტანი), გოგა ბაქრაძე, ბექა ქარქაშაძე, ნუკრი ხუციშვილი, ალეკო ოდილავაძე.

თამაშებს ესწრებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში საქართველოდან უფროსი წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე.

ტურნირი კარგად ორგანიზებული იყო და გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს თასიც გადაეცა. ბიჭებმა საქართველო ასახელეს და დიდ მადლობას ვუხდით!

0.085516