ჩოგბურთი

0:57 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალშია

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ქაიროს 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და გასაკვირი არაა, რომ მეოთხედფინალში იოლად გააღწია.

შაფათავამ საწყის წრეში დაისვენა, შემდეგ კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ იაილა ელნიმირს 6:1, 6:4 სძლია. სოფოს კიდევ ერთი ეგვიპტელი მეტოქე ელის მეოთხედფინალში. ის მე-6 განთესვის მქონე სანდრა სამირია, რომელმაც თანამემამულე აჰლამ შავკატს 6:1, 6:2 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა წყვილთა შეჯიბრში სლოვაკ მიკაელა ჰონჩოვასთან ერთად ასევე პირველ ნომრადაა მიჩნეული და მეოთხედფინალში ძალებს უკრაინულ-ეგვიპტურ დუეტთან (შახრაიჩუკი-შავკატი) მოსინჯავს.

0.120905