ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ “ევერტონი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, ხოლო “სტოკი” “ლივერპულთან” გაარკვევს ურთიერთობას.
პირველ მატჩები 2016 წლის 4 იანვარს გაიმართება. ლივერპულელები “ქალაქელებს” ხოლო “სტოკი” “მერსისაიდელებს” უმასპინძლებს. განმეორებითი შეხვედრები 25 იანვარს შედგება.