ფეხბურთი

16:09 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე უკეთ “ჩიხურას” აქვს საქმე

დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალის სამი მატჩი. რომელიმე გუნდმა განსაკუთრებული უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდაო, ვერ ვიტყვით, ამიტომაც ამ სამ წყვილში საპასუხო თამაშები დაძაბული უნდა გამოვიდეს. შედარებით უკეთ აქვს საქმე “ჩიხურას”, რომელმაც ივანწმინდაში 2:0 სძლია “შუქურას”.

ზუგდიდელებმა ნიკა ლაშხიას გოლით მოუგეს “ვიტ ჯორჯიას” და მცხეთაში საინტერესო დაპირისპირებას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება “სამტრედია”-“სიონის” შეხვედრას, უგოლოდ დასრულდა და ბოლნისშიც გვარიანად “დაცხება”.

“ზუგდიდი” – “ვიტ ჯორჯია” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლაშხია (36)

“ჩიხურა” – “შუქურა” 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (11), 2:0 ჭეჭელაშვილი (28)

“სამტრედია” – “სიონი” 0:0

გაძევება: ტატანაშვილი (73, სიონი), ცნობილაძე (90, სამტრედია)

17:00 საათზე ქუთაისში დაიწყება შეხვედრა “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის, რომელიც რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებაა.

მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები 16 დეკემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108311