ჩოგბურთი

15:22 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

წაგებული ფინალი ძველი დროშით

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და გერმანელი ტატიანა მარიას წყვილმა აშშ-ს ქალაქ კარლსბადში გამართული ტურნირის მოგების ჩინებული შანსი გაანიავა.

კალაშნიკოვა და მარია პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალში 2 მოგების წყალობით გავიდნენ, გადამწყვეტ მატჩში კი ბრაზილიელ სეს და პარაგვაელ სეპედე როიგს 6:1, 3:0 ამარცხდებდნენ, თუმცა, წაგება “მოახერხეს”.

საბოლოოდ, სემ და სეპედე როიგმა 1:6, 6:4, 10:8 მოიგეს და მთავარ პრიზსაც დაეუფლნენ, კალაშნიკოვას და მარიას კი 95-95 სარეიტინგო ქულა ერგოთ.

ბოლოს, ერთი უცნაური დეტალიც. ტურნირის განმავლობაში, კალაშნიკოვას გვარის გვერდით საქართველოს ძველი დროშა იყო გამოსახული, არადა, ათიოდ წელია, ქვეყანას ახალი სიმბოლო გააჩნია.

0.135326