ფეხბურთი

16:45 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრები: ალბათ, მიქაელ ლაუდრუპი

დიდი შანსია, დანიური ფეხბურთის ლეგენდა მიქაელ ლაუდრუპი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცად დაინიშნოს. ამის შესახებ დანიური გამოცემები, ექსტრაბლადეტი და ბოლდი წერენ. 51 წლის ლაუდრუპი ამჟამად არსად მუშაობს.

წარსულში ბრწყინვალე გამთამაშებელი წვრთნიდა “ბრონდბიუს”, “ხეტაფეს”, მოსკოვის ‘სპარტაკს”, “მალიორკას”, “სუონსისა” და ყატარულ “ლეხვიას”. ყატარიდან ის რამდენიმე თვის წინ წავიდა: იქ, ”ლეხვიაში” მისი თანაშემწე გახლდათ ესპანელი ჟერარდ სარაგოსა – თბილისის “ლოკომოტივის” ამჟამინდელი მწვრთნელი.

სამწვრთნელო კარიერას ლაუდრუპი დანიის ეროვნულ ნაკრებში იწყებდა, თუმცა მაშინ მორტენ ოლსენის თანაშემწე იყო. ოლსენის ერა “დინამიტებში” დასრულდა, ნაკრებმა ევრო-2016-ის ფინალურ ეტაპზე ვერ გააღწია.

0.132605