ფეხბურთი

22:15 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხელვაჩაურის “მაჭახელას” თავდამსხმელი მოკლეს

ხელვაჩაურის “მაჭახელას” 20 წლის თავდამსხმელი თენგო ფერსელიძე შელაპარაკებისას მოკლეს. ეს ტრაგედია თბილისში მოხდა.

ფერსელიძე ადრე “გაგრაში” თამაშობდა, ამ სეზონში კი “მაჭახელაში” იყო. მან პირველი ლიგის გასულ ტურში ოზურგეთის “მერცხალს” გოლი გაუტანა.

“საფეხბურთო კლუბ ხელვაჩაურის “მაჭახელას“ ფან-კლუბი “მეთოფეები” მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ფეხბურთელის, თენგო ფერსელიძის არაადამიანური სიკვდილის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს! თენგომ პიროვნულ თვისებებთან ერთად თავი სათამაშო კლასითაც დაგვამახსოვრა! მან “მაჭახელას” მაისურით თავის უკანასკნელ მატჩში, 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჩვენ გუნდს გამარჯვება მოუტანა! მუდამ გვემახსოვრები ჩვენო მხიარულო ძმაო! ღმერთი იყოს შენი მფარველი, სადაც განისვენებ!” – აღნიშნულია “მაჭახელას” ფან-კლუბის ფეისბუქ-ის გვერდზე.

“მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

0.11591