ჩოგბურთი

14:31 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფრანგულ ექუერდრევილში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს.

მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ შეჯიბრზე მე-4 მატჩიც სეტისწაუგებლად მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნახევარფინალში სოფოს მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე უკრაინელი ელიზავეტა იანჩუკი იყო და საქართველოს პირველ ჩოგანს გამარჯვება არ გასჭირვებია – 6:0, 6:2.

გადამწყვეტ მატჩში შაფათავას მეტოქე მე-2 განთესვის მქონე ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოვე იქნება. ფინალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.118523