ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ფრანგულ ექუერდრევილში მიდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გააღწია.
საინტერესოა, რომ მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ შეჯიბრზე ზედიზედ სამ ფრანგ ჩოგბურთელს სძლია. სოფომ ჯერ სელინ გესქუირეს სძლია – 6:2, 6:1, შემდეგ – კლემენს ფაიოლს – 7:5, 6:4, მეოთხედფინალში კი კინი ლაისნეს აჯობა – 6:2, 6:2.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი უკრაინელი ელიზავეტა იანჩუკი იქნება, რომელმაც პირველი რეიტინგის მქონე ფრანგ სტეფანი ფიორეზს შანსი არ დაუტოვა – 6:2, 6:3.
ფინალის მე-2 საგზურისთვის ჰოლანდიელი ლესლი კერკჰოვე (მე-2) და გერმანელი ტამარა კოპრაჩი (მე-6) იბრძოლებენ.