რაგბი

16:10 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ჩეიკა: “ორი მოდუნება ძვირად დაგვიჯდა”

ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ აღიარა ახალი ზელანდიის უპირატესობა და განაცხადა, რომ ფინალური მატჩის ბედი ზედ შესვენების წინ და მატჩის განახლებისთანავე გაშვებულმა ლელოებმა გადაწყვიტა.

“თვიქნემზე” გამართული მატჩის 39-ე წუთზე ლელო ნეჯე მილნერ-სქადერმა, ხოლო 42-ეზე მაა ნონუმ გაიტანა და “ოლ ბლექსის” უპირატესობა 9:3-იდან 21:3-მდე გაიზარდა. დევიდ პოქოქისა და ტევიტა კურიდრანის ლელოების შემდეგ, ავსტრალიამ ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დენ კარტერის არეკნმა და ჯარიმამ, ხოლო მოგვიანებით ბოდენ ბაბარეტის ლელომ, ახალ ზელანდიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოუტანა.

ჩეიკა მატჩის მსვლელობისას გრძნობდა, რომ “ოლ ბლექსს” გადამწყვეტ მომენტში შეეძლო გააქტიურება და მისი გრძნობები გამართლა.

“მეტოქე ძალიან კარგი იყო შესვენებამდე და მატჩის განახლებისას. მათ ამ პერიოდში ორი ლელო გაიტანეს და ჩვენ 30 წუთი გვქონდა მატჩში დასაბრუნებლად. 21:17-ის, გნებავთ კარტერის არეკნის შემდეგ, სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო და გვქონდა ლელოთი მატჩის გადარჩენის იმედი. მადლობა ბიჭებს, რომ რთულ სიტუაციაში არ გატყდნენ და ბოლომდე იბრძოლეს, რის შედეგადაც ბრძოლაში დარჩნენ. კარტერის არეკნმა ვერაფერი დაგვაკლო, განწყობა კარგი გვქონდა, მაგრამ არ ველოდი ჩვენი შერკინების ასე დაჩაგვრას. მართალია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ არა იმ დღეს და ამ მოულოდნელი ჯარიმის შედეგად სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა, რამაც უკვე ურთულეს სიტუაციაში ჩაგვაყენა.

სამწუხაროდ, მიზნამდე მცირედი დაგვაკლდა და ვერ მოვიპოვეთ მსოფლიო თასი. მაგრამ მწამს, მომავალი ჩვენია. გაგვიმართლა და “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ ყოველ წელს გვიწევს თამაში, რაც წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, მომავალ წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება. ამ ბიჭების უმრავლესობას დიდი მომავალი აქვს. მე ეს მათაც ავუხსენი და გვსურს, რომ ავსტრალიური რაგბისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ” - თქვა ნამატჩევს ჩეიკამ.

0.118207