კალათბურთი

11:29 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ “ნიუ ორლეანთან” გაილაღა, “კლიპერსმა” “საკრამენტოს” სძლია

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 6 მატჩი გაიმართა.

“ნიუ ორლეანი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 120:134 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 41:16 მოიგეს. საოცარი მატჩი გამოუვიდა ოკლენდელთა ლიდერ სტეფ კარის, რომელმაც გუნდს 53 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა შესძინა. კარიმ 14-დან 8 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 11-დან 11 საჯარიმო სროლა ჩააგდო. გამთამაშებელმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა და მესამე პერიოდში 28 ქულა ჩააგდო. “ნიუ ორლეანში” ენტონი დევისი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 26 ქულა, 15 მოხსნა. “გოლდენ სტეიტმა” მიმდინარე სეზონში სამიდან სამი შეხვედრა მოიგო, “ნიუ ორლეანმა” კი პირიქით სამიდან სამი შეხვედრა წააგო.

“კლიპერსმა” შინ “საკრამენტოს 114:109 მოუგო. შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ლოს ანჯელესელებმა 11 ქულით მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე 37 ქულით ბლეიკ გრიფინი გახლდათ. “საკრამენტოს” რიგებში რაჟან რონდო 21 ქულით გამოირჩა. “კლიპერსმა” მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით უდანაკარგოდ თამაშობს, ხოლო “საკრამენტომ” ერთი შეხვედრა მოიგო და ორი წააგო.

“ნიუ იორკ ნიქსმა” დედაქალაქში “ვაშინგტონ ვიზარს” 117:110 სძლია და მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრაში იმარჯვა. აშკარაა, რომ ნიუ იორკი შარშანდელ სეზონთან შედარებით უკეთ გამოიყურება. ნიუ იორკელთა გულშემატკივართა გასახარად კარგი მატჩი ჩაატარა გუნდის ლიდერმა კარმელო ენტონიმ, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. დიდი ხანია კარმელოს ასეთი კარგი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე “შარლოტი” შინ “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.

“ინდიანა” – “იუტა” 76:97 (29:23, 20:19, 12:28, 15:27)

“ინდიანა”: ჰილი (17 ქ. 6 მ.), ჯორჯი (16 ქ.), ელისი (12 ქ.), თარნერი (10 ქ.), მაინმი (6 ქ.), მაილსი (5 ქ.), სტაკეი (4 ქ.), ალენი (3 ქ.), ვადინგერი (3 ქ.)

“იუტა”: ფეივორსი (18 ქ.) 7 მ.), ჰუდი (17 ქ.), ბარკი (15 ქ.), ჰეივორდი (11 ქ.), ინგლესი (10 ქ.), ბარკსი (10 ქ.), გობერტი (9 ქ. 17 მ.), ბუკერი (4 ქ.), ჯონსონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=a7zxW3CHcAw

“ვაშინგტონი” – “ნიუ იორკი” 110:117 (29:29, 27:30, 34:28, 20:30)

“ვაშინგტონი”: ბილი (26 ქ.), უოლი (25 ქ.), პორტერი (16 ქ.), გუდენი (11 ქ. 11 მ.), გორტატი (9 ქ.), ნენე (8 ქ.), ნილი (6 ქ.), ჰამფრიზი (2 ქ.)

“ნიუ იორკი”: ენტონი (37 ქ. 7 მ.), გალოვეი (14 ქ.), ტომასი (12 ქ.), კალდერონი (10 ქ.), ო’ქუინი (10 ქ.), ლოპესი (8 ქ. 8 მ.), პორზინგისი (8 ქ.), გრანტი (7 ქ.), უილიამსი (7 ქ.), ვუიაჩიჩი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=oHKIldGvGes

“ნიუ ორლეანი” – “გოლდენ სტეიტი” 120:134 (28:31, 37:33, 26:41, 29:29)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (26 ქ. 15 მ.), ჰოლიდეი (22 ქ.), ანდერსონი (19 ქ.), დუგლასი (17 ქ.), გორდონი (9 ქ.), კანინგჰემი (8 ქ.), აჟინცა (7 ქ.), ბაბიტი (4 ქ.), სმიტი (4 ქ.), პერკინსი (2 ქ.)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (53 ქ. 9 პ. 4 მ. 4 ჩ.), გრინი (21 ქ.), ტომპსონი (19 ქ.), ბარნსი (11 ქ.), ბარბოსა (9 ქ.), იგუადალა (8 ქ.), რაში (5 ქ.), სფეიტსი (5 ქ.), ლივინგსტონი (2 ქ.), ეზელი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=-UywHsVwyik

“მემფის გრიზლი” – “ბრუკლინი” 101:91 (31:26, 25:19, 23:24, 22:22)

“მემფისი”: კონლი (22 ქ. 8 პ.), რენდოლფი (15 ქ. 13 მ.), ლი (15 ქ.), გრინი (13 ქ.), უდრიხი (8 ქ.), გასოლი (7 ქ.), ალენი (6 ქ.), ვრაიტი (6 ქ.), გრინი (5 ქ.), გარნსი (4 ქ.)

“ბრუკლინი”: ბოგდანოვიჩი (19 ქ.), ჯეკი (15 ქ.), ლოპესი (12 ქ. 10 მ.), იანგი (11 ქ.), ჯონსონი (11 ქ.), რობინსონი (8 ქ.), ელინგტონი (6 ქ.)მ ბარნიანი (5 ქ.), ბრაუნი (2 ქ.), ლარკინი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=E4AEUuRP3JA

“პორტლენდი” – “ფინიქსი” 90:101 (23:27, 25:29, 23:18, 19:27)

“პორტლენდი”: ლილარდი (23 ქ. 8 პ.), ამინუ (16 ქ.), კრაბე (11 ქ.), ლეონარდი (9 ქ.), პლამლი (8 ქ.), ჰარკლესი (7 ქ.), დევისი (1 ქ.)

“ფინიქსი”: ბლედსოუ (33 ქ.), ნაითი (27 ქ.), მორისი (15 ქ.), პრისი (7 ქ.), ჩენდლერი (5 ქ. 11 მ.), ტაკერი (4 ქ.), ლენი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=L2Ll8JDu29U

“კლიპერსი” – “საკრამენტო” 114:109 (24:31, 35:24, 24:24, 31:30)

“კლიპერსი”: გრიფინი (37 ქ. 9 მ. 6 პ.), რედიკი (23 ქ.), პოლი (17 ქ. 11 პ. 6 მ.), ჯორდანი (15 ქ. 18 მ.), კროუფორდი (10 ქ.), სტივენსონი (7 ქ.), პირსი (3 ქ.), სმიტი (2 ქ.)

“საკრამენტო”: რონდო (21 ქ. 8 პ.), გეი (20 ქ.), კოლისონი (15 ქ.), კაზინსი (12 ქ. 9 მ.), ბელინელი (11 ქ.), კასპი (10 ქ.), კუფოსი (4 ქ.), ბატლერი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=As3rFuwBpXs

0.121918