რაგბი

21:52 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ ბლექსი” მსოფლიოს მწვერვალზე დარჩა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯამში სამჯერ და ზედიზედ ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში, “ოლ ბლექსი” ავსტრალიასთან მეორე ტაიმის დასაწყისში 21:3 დაწინაურდა. ავსტრალიამ ორი ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით შეძლო თამაშში დაბრუნება, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ზელანდიელებმა არეკნით, ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით 4 წლის წინ მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს - 34:17.

2015 წლის მსოფლიო თასი. ფინალი.

31 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქნემი”

ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17 (16:3)

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. ქონარდ სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯოე მუდი, 2. დენ კოლე, 3. იუებ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კევენ მეალამუ, 17. ბენ ფრექსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილი-უილიამსი.

3 ლელო: მილნერ-სქადერი, ნონუ, ბარეტი

2 გარდასახვა: კარტერი

4 ჯარიმა: კარტერი

1 არეკნი: კარტერი

1 სინბინი: ბ. სმითი

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტეფან მური (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფარდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაი, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკკალმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22.მეთ ტოომუა, 23. ქერთლი ბილი.

2 ლელო: პოქოქი, კურიდრანი

2 გარდასახვა: ფოლი

1 ჯარიმა: ფოლი

0.157752