ფეხბურთი

0:39 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პირობას ვერ დებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პირობა დადოს.

“ლივერპულთან” გასამართ პრემიერლიგის მატჩამდე პრესკონფერენციაზე პორტუგალიელ სპეციალისტს ჰკითხეს აქვს თუ არა წარუმატებელი სტარტის შემდეგ თანამდებობის შენარჩუნების გარანტია, რაზედაც ჟოზემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კლუბის ხელმძღვანელობამ მოურინიო დაარწმუნა ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, რომლის თანახმად პორტუგალიელი “სტემფორდ ბრიჯზე” 2019 წლის ივლისამდე დარჩება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 ტურის შემდეგ “არისტოკრატები” 11 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 9 ქულით ჩამორჩებიან.

“ჩელსის” და “ლივერპულის” დაპირისპირება “სტემფორდ ბრიჯზე 31 ოქტომბერს თბილისი დროით 16:45 საათზე დაიწყება.

0.109926