სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:21 | 9.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის მორიგი მარცხი

2 ყაიმი და 3 მარცხი – ასეთი შედეგი აქვს საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს (2573), რომელიც მონაკოს გრან-პრიზე თამაშობს. გასაკვირი არაა, რომ ერთადერთი ქულის მქონე ქართველი მოჭადრაკე შეჯიბრის აუტსაიდერთა შორის იმყოფება.

მე-5 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ინდოელ ჰამპი კონერუს (2578) დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა, მომდევნო პარტიას კი თეთრებით რუს ნატალია პოგონინას (2445) ეთამაშება.

გრან-პრის ერთპიროვნული ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკია (2528). უკრაინელმა მოჭადრაკემ ოჯახურ დაპირისპორებაში ანა მუზიჩუკთან (2549) ყაიმი გააფორმა და თავი 4.0 ქულას მოუყარა.

3.5 ქულა აქვთ აქტივში იიფან ჰოუს (ჩინეთი, 2671), ხსენებულ კონერუს და შვედ პია კრამლინგს (2513).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112476