ფეხბურთი

20:41 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: “პრემიერლიგაში საუკეთესოები არ თამაშობენ”

ლეგენდარულმა გერმანულმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაურმა ინგლისის პრემიერლიგა გააკრიტიკა. “კაიზერის” თქმით, ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელები არ თამაშობენ. ამის შესახებ ბეკენბაურმა გამოცემა “ბილდს” განუცხადა.

“პრემიერლიგის კლუბის ხელმძღვანელებს ყველა მოთამაშის ყიდვა არ შეუძლიათ. მათ არ ძალუძთ მესის, რონალდუს, იბრაჰიმოვიჩის ან მიულერის ყიდვა. ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელები არ არიან, მათზე უკეთესი მოთამაშეები ბუნდესლიგაში გვყავს”, - თქვა ბეკენბაუერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117631