კევინ გროსკროიცმა დორტმუნდის “ბორუსია” დატოვა და თურქულ გრანდ “გალათასარაიში” ითამაშებს. ამის შესახებ 27 წლის ფეხბურთელმა თავის ფეისბუქში დაწერა.
გროისკროიცი იუწყება, რომ სამშაბათს სტამბოლში ჩავა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით ორი მილიონი ევროა.
გროსკროიცს “ბორუსიადან” წასვლა თავად სურდა, რადგან სასტარტო შემადგელობაში სტაბილურად თამაშის გარანტია არ ჰქონდა. გასულ სეზონში, მან დორტმუნდელთა რიგებში 23 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე პასი გააკეთა.