ჭადრაკი

13:59 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

სენტ-ლუისში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ვესელინ ტოპალოვმა, რომელიც შავებით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანანდს ეთამაშებოდა, ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ასევე დიდ ინტერესს იწვევდა პარტია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენის მონაწილეობით, რომელიც თეთრებით ვაშიე-ლაგრავს ეთამაშებოდა. პირველ ტურში ტოპალოვთან წაგების შემდეგ კარლსენმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ახლა ერთპიროვნულ ლიდერს 0,5 ქულითღა ჩამორჩება.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

სო - გრიშუკი 1-0

არონიანი - გირი 0,5-0,5

კარლსენი - ვაშიე-ლაგრავი 1-0

ანანდი - ტოპალოვი 0,5-0,5

ნაკამურა - კარუანა 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1. ტოპალოვი - 2,5 ქულა

2-4. კარლსენი, არონიანი, გირი - 2-2

5-7. ვაშიე-ლაგრავი, სო, ნაკამურა - 1,5-1,5

8. გრიშუკი - 1

9-10. ანანდი-კარუანა - 0,5-0,5

მეოთხე ტური

გრიშუკი - ტოპალოვი

გირი - კარლსენი

ვაშიე-ლაგრავი - ნაკამურა

კარუანა - ანანდი

სო - არონიანი

0.116657