სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:22 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “ბარსელონასთან” ღირსეულად ვიასპარეზეთ”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“სევილიას” თავკაცმა უნაი ემერიმ “ბარსელონასთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ (4:5) განაცხადა, რომ ანდალუსიურმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა და მიუხედავად წაგებისა, თავისი გუნდით მაინც კმაყოფილია.

უნაი ემერი: “როდესაც ანგარიში 1:4 გახლდათ, ჩვენ ბევრს არ ველოდებოდით, ის ვთქვით, რომ რაც შეიძლებოდა უფრო მეტისთვის მიგვეღწია დარჩენილ დროში. ამის შემდეგ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კიდევ ერთი და თავდაჯერება შეგვემატა. გუნდს სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, ანგარიში გავათანაბრეთ და უკვე თამაშის მოგებასაც ვიმედოვნებდით. რა თქმა უნდა რთულია ამის შემდეგ გოლის გაშვება და თამაშის შემობრუნება, თუმცა მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრების შანსი გვქონდა.

-რას გამოყოფდით თქვენი გუნდის თამაშიდან?

- მთავარი იყო კარგი თამაშის ჩვენება და იმაში დარწმუნება, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გუნდის გულშემატკივრებს იმას ვეტყოდი, რომ “სევილიას” იმედი ყოველთვის ჰქონდეთ.

-როგორია განწყობა მატჩის შემდეგ?

-რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, თუმცა ასე არ მოხდა. თამაშით კმაყოფილი ვარ. რთულია გუნდმა ასეთი მარცხი მარტივად გადაიტანოს, თუმცა გვინდა ასეთი დონის მატჩები კარგად ჩავატაროთ.

-“ბარსელონამ” დამსახურებულად მოიგო?

-იყო თუ არა დამსახურებული ეს სუბიექტური იქნება. ჩვენც გვქონდა შანსები თამაშის ბოლოსაც. კარგი იქნებოდა თამაში პენალტების სერიაში გადასულიყო. “ბარსელონა” არის მსოფლიოში უძლიერესი გუნდი და კარგია როდესაც ასეთ დონის გუნდს თანაბრად ეთამაშები.

-როგორ ფიქრობთ, როდესმე შეძლებთ მესის შეჩერებას, რომელმაც კარიერის განმავლობაში “სევილიას” 24 გოლი გაუტანა...

-მინდა მივულოცო მესისაც გამარჯვება. მას უნიკალური შესაძლებლობა აქვს და წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. ამას დიდი მონდომება სჭირდება და დიდი სამუშაოები აქვს ჩატარებული. შევძლებთ თუ არა მის შეჩერებას? დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება.

-ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდის თამაშით კმაყოფილი ხართ?

-დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში წარმატებულად ვიასპარეზოთ. დღეს ჩავუყარეთ საფუძველი წარმატებულ თამაშს და როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, უფრო კარგად ვიასპარეზებთ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109698
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X