ფეხბურთი

18:06 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო არენა” გუნდების მისაღებად მზადაა

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა” კატალონიის “ბარსელონასა” და “სევილიას” მისაღებად მზადაა. სტადიონზე გაძლიერებული დაცვაა მობილიზებულია. სტიუარდები უკვე მზად არიან მოვალეობის შესასრულებლად.

“დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდის თავკაცი უნაი ემერი პრესკონფერენციას 18:30 საათზე დაიწყებს. ანდალუსიური გუნდი ვარჯიშს 19:15 საათზე შეუდგება.

“ბლაუგრანას” თავკაცი ლუის ენრიკე ჟურნალისტების წინაშე 20:15 საათზე წარსდგება. ესპანელ სპეციალისტთან ერთად პრესკონფერენციას ანდრეს ინიესტა და დანი ალვეში დაესწრებიან. “ბარსელონა” ვარჯიშს 21:00 საათზე დაიწყებს.

ორივე გუნდის საწვრთნელი პროცესი აკრედიტირებული მედიისთვის ერთი საათით ღია იქნება. “მსოფლიო სპორტი” ორივე გუნდის პრესკონფერენციას დაესწრება და წინასამატჩო კომენტარებს გაგაცნობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115975