ფეხბურთი

10:23 | 28.07.2015 | ნანახია 2180 - ჯერ

თოთაძე "საბურთალოს" შეკრებაზე შეუერთდა

ჩვეულ რეჟიმში მზადებას განაგრძობს დედაქალაქური "საბურთალო", რომელიც უკვე რამდენიმე დღეა დუშეთში იმყოფება - 27 ივლისს გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა დილა-საღამოს ივარჯიშეს. ფეხბურთელებმა პირველ ვარჯიში სწრაფგამძლეობას დაუთმეს დრო, რაც შეეხება საღამოს საწვრთნელ პროცეს - ძალაზე, ფეხისა და სასტარტო სისწრაფეების გაუმჯობესებაზე იზრუნეს.

თბილისური კლუბი 28-შიც ორჯერად ვარჯიშს გამართავს. 29-ში დილას მოკლე საწვრთნელ პროცესს ჩაატარებს, დღის მეორე ნახევარში კი დედაქალაქში გამოემგზავრება და ამხანაგურად "ცხინვალს" გაეჯიბრება. მატჩი 20:00 საათზე "ბენდელაზე" დაიწყება.

საბურთალოელეთა რიგებში სიახლეა ის, რომ დღეს ქალაქელებს შეკრებაზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლაშა თოთაძე შეუერთდა. კლუბებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ამპლუით მცველი წლის ბოლომდე "საბურთალოში" ითამაშებს. გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ თოთაძეს ეროვნულ ნაკრებში უხმეს, როდესაც კახა ცხადაძემ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიძახა. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა ახალგაზრდულ ნაკრებში 7 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

ლაშა თოთაძეს სხვა და სხვა დროს რამდენიმე ქართულ კლუბში უასპარეზია - "გაგრა", ბათუმის "დინამო", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი" და როგორც ზემოთ გითხარით თბილისის "დინამო". თოთაძეს ზურგს ევროპული გამოცდილებაც უმაგრებს - 2008-2010 წლებში კიევის "დინამოში" ირიცხებოდა, 2011-2012 წლებში კი იჯარით უნგრულ "ლომბარდ პაპას" ღირსებას იცავდა.

"საბურთალოს" ახალწვეულმა კომენტარი გააკეთა:

"საბურთალო" ჩემთვის მიმზიდველი კლუბია, აქ კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელები არიან თავმოყრილნი. სკოლაც ძალიან წარმატებული აქვს. ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. "საბურთალო" ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდად ითვლება, ეს კი სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა. კლუბის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს აკეთებენ.

დღეს საწვრთნელ პროცესში პირველად მივიღე მონაწილეობა. ვიცოდი, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობდნენ, მაგრამ ეს ბიჭები თუ ასეთი მონდომებულები იყვნენ, ნამდვილად არ მეგონა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობაზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ, მჯერა მათგან მეც ბევრს ვისწავლი.

"საბურთალოში" კარიერის გაგრძელება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გადავწყვიტე. პირველ რიგში კლუბს ძალიან ნიჭიერი კაცი უდგას სათავეში, რომელთანაც "გაგრაში" ასპარეზობისას მიმუშავია. ასევე, "საბურთალოს" სწორი გეზი აქვს აღებული ფეხბურთის განვითარებისთვის. ამავდროულად ვიცი, რომ პროფესიონალები მუშაობენ. ამ ყოველივედან მივიღე გადაწყვეტილება და კარიერას "საბურთალოში" გავაგრძელებ, მჯერა ერთად წარმატებებს მივაღწევთ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კლუბს უმაღლეს ლიგაში არ უნდა გაუჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესთა რიგებში დებიუტანტი გუნდი იქნება. ვფიქრობ, ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, მაგრამ არც ის გამიკვირდება, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას შანსი გაგვიჩნდეს ვიბრძოლოთ ევროპის ლიგის საგზურისთვის".

FCSABURTALO.GE

Loading...

კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:10 | 28.07.2015
kutaiseli7 (1444)

შეეწირა გაბალასთან წაგებას)))))

17:42 | 28.07.2015
araza-1918 (4753)

ხეჩიკაშვილმა ჯერ დროშის ჩამოკიდება ისწავლოს

16:31 | 28.07.2015
levani82 (41418)

14:05 | 28.07.2015
achi1902 (119)

დინამო ხომ არ იმატებს ვინმეს, ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია?

13:36 | 28.07.2015
JUVE 1 (1514)

ისე ტორპედო წელს მართლა მაგარი გუნდი იქნება

_____________________________________________თევდორაძე__________________________________

ტაბატაძე_______________________ადამაძე___________________მირცხულავა_____________ქიმაძე

_______________________მამასახლისი___________კუხიანიძე________კლიმიაშვილი______________

_________________________კირკიტაძე___________კაპანაძე__________კახელიშვილი______________

13:33 | 28.07.2015
რაჭა (9578)

ჯანელიძე და გველესიანიც თან, რომ წაეწვანა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა DDD
წარმატებები

13:44 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

ბანკის სესხი არ აქვს როგორც ჩანს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:42 | 28.07.2015
hamilton (1371)

არ აქვს გველესიანს სესხი ძმაო და სხვა რითი გადაიბირონ გუნდებმა :დდ

13:52 | 28.07.2015
რაჭა (9578)

რა სესხი..ვერ მივხვდი DDDD

16:18 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

თოთაძე მიტო დაითანხმა გადასვლაზე რო ხლეჩიკაშვილმა ბანკის ვალს დაგიფარავო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:55 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

თოთაძე მიტო დაითანხმა გადასვლაზე რო ხლეჩიკაშვილმა ბანკის ვალს დაგიფარავო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

14:06 | 28.07.2015
რაჭა (9578)

ბარემ სამინისტროში დაესაქმებინა DDDDD

13:18 | 28.07.2015
KingKong4 (267)

Xechikashvili ministrobamde saburtalos direqtori iyo da magitom urchia. ise wels torpedo momwons dzaan kimadze, tabatadze , odikadze, klimia, kuxianidze, kaxelishvili, nergadze, sabanadze , kvernadze, kapanadze , kirkitadze. chemi azrit dogligashi sauketeso sheteva yavt

13:43 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

რა მნიშვნელობა აქვს მინისტრია ახლა ეგ ჩვენისა და საბურთალო უნდა დაივიწყოს. წესიერ ქვეყანაში მაგის გამო მოხსნიდენ და ჩააყუდებდნენ კიდეც.

13:31 | 28.07.2015
hamilton (1371)

ეგ ვიცით ჩვენც რო იყო მინისტრობამდე :დ მაგრამ გამინისტრების შემდეგ ბანკის სესხების დაფარვას თუ პირდბეა რო გუნდში მივიდნენ ეგაა უცნაური :დდ

12:12 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

მინისტრს ურჩევიაო, მაგარია რა.

13:00 | 28.07.2015
hamilton (1371)

ურჩევიაო ? ბანკის სესხის დაფარვას დაპირდაო :დდ რავიცი ძმაო რავიცი ეგ თუ მართალია ძალიან უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ :დ

13:11 | 28.07.2015
BEERTRANCE (97819)

მით უმეტეს, თან ასე ღიად და უტიფრად რანაირად შეიძლება. და ეგი უშველის სპორტს?
ახლა საბურთალო უნდა გააჩემპიონონ ესე იგი და მიათრაწავენ მერე ევრო ტურნირებზე ისევ.

13:32 | 28.07.2015
hamilton (1371)

აზრზე არ ვარ ყვეალფერი უცნაური ამ ქვეყანაში ხდება უკვე მართლა ) ბანკის სესხის დაფარვაო ))) ვახ ერთი გავიკითხო უცხოურ ბანკებში ვინმე ბობოლა ფეხბურთელს ხო არ აქ სესხი აღებული ჩამოვიყვანოთ დინამოში და ფიფია დაუფარავს :დ

12:06 | 28.07.2015
დრენტე))) (747)

ძალიან უხეში და არასპორტულია!!

12:05 | 28.07.2015
Clutch Man (5)

მოგესალმებით, გაყიდვაში გვაქვს მეორე კატეგორიის რამდენიმე ბილეთი, საუკეთესო ხედვის არეალით (რაც კი შეიძლება მეორე კატეგორიის ბილეთს გააჩნდეს), ყველაზე იაფი ფასები შავ ბაზარზე როგორც ხელზე ასევე ონლაინ გადაყიდვით, დეტალებზე მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში..

https://www.facebook.com/SCUPTICKETS2015?ref=bookmarks

11:46 | 28.07.2015
nikola (232)

ძაააან გამიხარდა! იმედია გველესიანიც მოუნდება ვინმეს

11:35 | 28.07.2015
texaseli (288)

gabalastan sustad gamoiyureboda orive matchshi da citelis momentshi ki orive cavida ertnairad msgram aman pexi miayola bolos da citelic aupriales sxvatashoris vcerdi pirveli tamashis komentirebisad amis shecdomebze mtlianobashi tu upro koncentrirebuli da mondomebuli iqneba kargi marcxena mcveli upro meti sitamame shetevebshi aqtiurad chartva da daimaxsovret kutxudan centrshi dabali pasi ar gadis ara.

10:22 | 28.07.2015
magua (172)

მოსალოდნელი იყოო, ერთ გუნდში 3 მარცხენა მცველს არავინ გააჩერებს

სტატისტიკა
0.218052