31 წლის მაქსი პერეირა კარიერას “პორტოში” გააგრძელებს, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. პერეირა “პორტოში” 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მაქსი განვლილ სეზონში “ბენფიკას” ღირსებას იცავდა, სადაც 2007-წლიდან თამაშობდა. 2005 წლიდან როდრიგესი ურუგვაის ნეკრების წევრია, სადაც 105 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.