ფეხბურთი

18:07 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სალაროები ბილეთების ამოწურვამდე იმუშავებენ
18:00 საათის მდგომარეობით გაყიდულია 8500 ბილეთი.

გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სალაროები 21:00 საათზე არ დაიხურება და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ბილეთების ამოწურვამდე.

სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე 9 საათია მიმდინარეობს. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში უეფას სუპერ თასის ბილეთებს გულშემატკივრები დილიდან უწყვეტ რეჟიმში ყიდულობენ.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა ის პირი, რომლებიც ბილეთებს შემდგომში გადაყიდვის მიზნით ყიდულობენ, რომ შსს-სა და მერიის მობილური ჯგუფები გადამყიდველთა გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დამრღვევი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

სფფ-ის პრესსამსახური

0.115489