ფეხბურთი

21:50 | 7.07.2015 | ნანახია 5594 - ჯერ

დევდარიანი “ტრაბზონში” იმუშავებს

“ტრაბზონის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს თბილისის “ლოკომოტივის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი დაეხმარება.

გიორგი დევდარიანს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გარდა თბილისის “თბილისში”, თბილისის “დინამოში”, გორის “დილასა” და თბილისი “ლოკომოტივში” უმუშავია.

კარიერის საწყის პერიოდში გიორგი დევდარიანი თბილისის “თბილისში” მუშაობდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებით ლამაზ და ამავდროულად შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა.

დევდარიანმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება თბილისის “თბილისში” მუშაობის პერიოდში მოიპოვა, როდესაც საკუთარ მოედანზე უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მონაწილე თბილისის “დინამო” 5:0 დაამარცხა.

გიორგი დევდარიანის გორის “დილა” ახლოს იყო ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან, თუმცა ფლეი-ოფში ვენის “რაპიდთან” დამარცხდა.

საკლუბო კარიერის გარდა გიორგი დევდარიანი წარმატებით მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში.

Loading...

კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:24 | 09.07.2015
male (33)

ეს ყველგან გაქაცჰავს სწორ ფექბურტს ქადაგებს

01:05 | 09.07.2015
Gela Chitidze (970)

კარგი არჩევანია, ერთორ ქართველ ახალგაზრდასაც თუ წაიყვანს კიდევ უკეთესი.

18:31 | 08.07.2015
valderama (59)

რაც უფრო მეტი მწვრთნელი გავა ქვეყნიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად მით უკეთესი.ცუდი ამაში არაფერი არაა.ნეტა კიდე ბევრი წავიდეს.რაც უფრო მეტად განათლებულნი იქნებიან მით უკეთესი.მსოფლიო ფეხბურთს ისე ჩამოვრჩებით დღეს ,რომ შეიძლება ამ გზით უფრო მეტი საფეხბურთო ცოდნა შემოვიდეს ქვეყანაში.წარმატებები...

16:39 | 08.07.2015
dinamo222 (4556)

მაგას ჯობია 3-4 ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი წაიყვანოს !!

14:56 | 08.07.2015
lelo2015 (613)

ძალიან მაგარი კაცია, მინდა წარმატებები ვუსურვო. ისი გაწონასწორებული ხასიათი, სწორი ანალიზის და დასკვების გაკეთების უნარი, თანამედროვე ხედვა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება.

წარმატებები ბატონო გიორგი

12:01 | 08.07.2015
პანტელეიმონი (4100)

წარმატებას გისურვებ ცქიფო

11:41 | 08.07.2015
RECONDITE (48)

წაიყვანონ ანანიძე ტრაბზონში

12:00 | 08.07.2015
BEERTRANCE (97819)

მისი ინტერვიუ არ ნახე? ესპანეთ ჰოლანდიაზე

12:14 | 08.07.2015
RECONDITE (48)

კი ვნახე მაგრამ ეგრე სათქმელად ადვილია ეს მინდა ის მინდა : )
ჩემი აზრით შოთასთან ექნება სათამაშო დრო გამოადგება ნაკრებს,სპარტაკში თუ დარჩა წინ ვერ წავა დარწმუნებული ვარ ამაში

12:22 | 08.07.2015
BEERTRANCE (97819)

არც აპირებს მერე როგორც ჩAნს

10:01 | 08.07.2015
hattrick (271)

სასიამოვნო სიახლეა, წარმატებებს ვუსურვებ!

09:45 | 08.07.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

00:23 | 08.07.2015
Mamulo (260)

დედა ქვეყანას აღარ ჰყავს სამწუხაროდ და ფეხბურტს რომ არ ჰყავდეს რა გასაკვირია.

02:28 | 08.07.2015
mushni (80135)

=1

00:40 | 08.07.2015
burusa (2008)

გეთანხმები100% რა გვეშველება

02:28 | 08.07.2015
mushni (80135)

აბა რა

00:11 | 08.07.2015
burusa (2008)

ყველა ნიწიერი ადამიანები გაქცევაზე არიან ქვეყნიდან, რა გვეშველება დედა არ ყავს არაფერს

09:45 | 08.07.2015
BEERTRANCE (97819)

ამ მთავრობამ რო გაასხას 1 რა, წურბელები რო მოგვაშორებია DDDDDDDDDDDDDDDDDD

16:39 | 08.07.2015
dinamo222 (4556)

და სააკიანი დაბრუნდეს ხო თავის ბანდასთან ერთად ??

00:01 | 08.07.2015
ogafa (8029)

წარმატებები

23:54 | 07.07.2015
tortiza (365)

დილამ 7-0 მოიგო

02:28 | 08.07.2015
mushni (80135)

სად

23:51 | 07.07.2015
torbedinho (394)

ბიჭებო დილამ რ4აქნა დღეს ? ამხანაგური ქონდა

23:54 | 07.07.2015
Baqari Grdzelishvili (1887)

7-0 მოიგო(მოდებაძე 2, ნავალოვსკი, კვახაძე,ერისთავი,მარცველაძე,გორელიშვილი)

23:58 | 07.07.2015
torbedinho (394)

ვა საღოლ კაი გამიხარდა. ესენი არდებენ აქ სტატიებს და თქვენ თუ მეტყვოთ აქ

02:28 | 08.07.2015
mushni (80135)

მეც

23:06 | 07.07.2015
texaseli (288)

კარგია კარგ გამოცდილებას შეიძენს თუმცა ინგლისური ისწავლოს და სადმე ევროპულ ქვეყანაში სამწვრთნელო კურსები ან რამე ამდაგვარი გაიმრავალფეროვნოს საფეხბურთო ტაქტიკური არსენალი.

22:45 | 07.07.2015
Torres9 (12648)

ეს ინფო ამ დილით გავიგე 10 სთზე,გამოფხიზლდით ცოტა

22:38 | 07.07.2015
XoMsKi (1815)

ყველაზე მაგარი : ) გეგუჩაძესთან ერთად : )

22:14 | 07.07.2015
xleza (178)

ჭკვიანია შოთა. საქართველოდან ერთ-ერთი ნიჭიერი მწვრთნელი წაიყვანა მარა ლოკომოტივს ვინ გაწვრთნის?

02:28 | 08.07.2015
mushni (80135)

ბაბუაჩAემი შაქროია

09:44 | 08.07.2015
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDD

22:17 | 07.07.2015
Kala94 (6114)

მაისურაძე ალბათ. ან იპოვიან ვინმეს. ლოკომოტივში პროფესიონალები მუშაობენ..

22:35 | 07.07.2015
xleza (178)

არა მაისურაძე აღარ არის ლოკომოტივს მწვრთნელი

22:12 | 07.07.2015
Kala94 (6114)

ისე შოთიმ რეზიც წაიყვანოს მეკარეების მწვრთნელად ან რამე ეგეთად

22:11 | 07.07.2015
Kala94 (6114)

წარმატებები გიო !

02:29 | 08.07.2015
mushni (80135)

იასნა

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.113577