ფეხბურთი

19:11 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ხადური: “ფინანსთა სამინისტრო სუპერთასის ორგანიზებაში ჩართულია”

ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები სამთავრობო სხდომაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ და მას ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე უძღვებოდა.

საუბარი ბილეთების შეძენის საკითხსა და მთლიანად ევროპის სუპერთასის ფინალთან დაკავშირებულ ორგანიცაზიულ საკითხებს დაეთმო.

“ფინანასთან სამინისტროს აქვს თავისი დატვირთვა. ჩვენ ვმუშაობდით როგორც ორგანიზების ბიუჯეტზე, ასევე სტადიონის რეკონსტრუქციის ბიუჯეტზე. ასევე პარლამენტში შევიტანეთ წინადადება, რომელიც დადებითად გადაწყდა. კერძოდ საქართველოში შემოსული უეფას თვირთები გადასახადებისგან გათავისუფლებულია” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა “რუსთავი 2-თან” საუბარში.

შეგახსენებთ 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან ევროპის სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა “მიხეილ მესხის” სალაროებში დაიწყება. გამომდინარე იქიდან, რომ კვირა დღე უქმეა, ბილეთის შეძენის მსურველები თანაბარ პირობებში იქნებიან.

0.1222