დასასრულს მიუახლოვდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელიც შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ტარდება და გერმანიის ქალაქი დორტმუნდი მასპინძლობს.
ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეებიდან ლივიუ-დიტერ ნესიპიანუ ერთ-ერთ აუტსაიდერ გეორგ მაიერსს, ხოლო ვლადიმირ კრამნიკი მესამე ადგილზე მყოფ ფაბიანო კარუანას ეთამაშებოდა. ნესიპიანუმ ზედიზედ მესამე ყაიმი გაკეთა, ხოლო კრამნიკი დამარცხდა და იძულებული გახდა სატურნირო ცხრილში ადგილი მეტოქისთვის დაეთმო.
ამრიგად, ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე დორტმუნდში კვლავ ორხელისუფლებიანობაა. ნესიპიანუ განაგრძობს დაუმარცხებლად თამაშს და კვლავ ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც ამჯერად კარუანა შეუამხანაგდა.
ბოლო ტურებში ნესიპიანუს სერიოზული გამოცდა ელის. მთავარი პრიზისათვის ბრძოლაში მისი მეტოქეები უშუალო კონკურენტები და ტურნირის რეიტინგ-ფავორიტები კარუანა და კრამნიკი იქნებიან.
მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) 0:1
დივიუ-დიტერ ნესიპიანუ (გერმანია) – გეორგ მაიერი (გერმანია) 0.5-0.5
უესლი სო (აშშ) – იან მეპომნიაშჩი (რუსეთი) 1:0
არკადი ნაიდიჩი (გერმანია) – ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0.5-0.5
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ
I-II ნესიპიანუ, კარუანა 3.5 -3.5
III კრამნიკი 3
IV-V ნაიდიჩი, სო 2.5-2.5
VI ჰოუ იფანი 2
VII-VIII მაიერი, მეპომნიაშჩი 1.5-1.5
ბოლო ტურების შეხვედრათა განრიგი
მეექვსე ტური
კარუანა – ჰოუ იფანი
მეპომნიაშჩი – ნაიდიჩი
მაიერი – სო
კრამნიკი – ნესიპიანუ
მეშვიდე ტური
ნესიპიანუ – კარუანა
სო – კრამნიკი
ნაიდიჩი – მაიერი
ჰოუ იფანი - მეპომნიაშჩი