ჩოგბურთი

14:05 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

12 საინტერესო ფაქტი უიმბლდონის შესახებ

უილმბლდონი დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, რომელიც ბალახის საფარზე ყოველწლიურად ტარდება. უიმბლდონი უძველესი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირია, ის სათავეს 1877 წლიდან იღებს.

რამდენიმე დღეა, რაც უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს, ტურნირი სტარტს 29 ივნისს აიღებს და 12 ივლისს დასრულდება.

ტურნირის მოახლოებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ უიმბლდონის შესახებ 12 საინტერესო ფაქტს:

1. უიმბლდონი მხოლოდ ორჯერ იქნა შეწყვეტილი, საომარი მოქმედებების გამო (პირველი მსოფლიო ომის დროს 1915-18 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს 1940-1945)

2. მეორე მსოფლიო ომის დროს ცენტრალურ კორტს 5 ბომბი დაეცა, რის შედეგადაც 1200 სკამი განადგურდა. კორტის სრულად აღდგენას 9 წელი დასჭირდა.

3. 1995 წელს ტიმ ჰენმანი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირიდან მოხსნეს. ჰენმანმა შეხვედრის დროს გაბრაზებულმა ბურთი ისროლა, რომელიც ბურთის მომტან გოგოს მოხვდა. მოგვიანებით ტიმმა ბოდიშის მოხდის ნიშნად გოგონას ყვავილები მიართვა.

4. ყოველ წელს უიმბლდონზე 250 “ბოლბოი” და “ბოლგერლია” დასაქმებული და ისინი ორი კვირის განმავლობაში 150 გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებენ.

5. ბოლოს ტურნირზე ხის ჩოგანი 1987 წელს გამოიყენეს.

6. ტურნირის განმავლობაში დაახლოებით 54 250 ბურთს იყენებენ.

7. ყველა მოთამაშეს აუცილებლად თეთრი ტანსაცმელი უნდა ეცვას. მთავარი მსაჯი წყვეტს მოთამაშეები დრეს-კოდის შესაბამისად არიან თუ არა ჩაცმულები. 1988 წლიდან 1990 წლამდე ანდრე აგასიმ დრეს-კოდის გამო უარი თქვა ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე.

8. 2007 წელს მამაკაცთა და ქალთა საპრიზო ფონდი გათანაბრდა.

9. უიმბლდონის ცენტრალური კორტი 15 000 მაყურებელს იტევს.

10. 1986 წლიდან ტურნირზე ყვითელი ბურთებით თამაშობენ. მანამდე თეთრ ბურთებს იყენებდნენ და მსაჯებს მათი დანახვა უჭირდათ.

11. ყოველწლიურად მაყურებლები ტურნირის განმავლობაში 28 000 კილოგრამ მარწყვსა და 7000 ლიტრ ნაღებს მიირთმევენ.

12. ტურნირი კაცთა ერთეულში ყველაზე მეტჯერ (ღია ერაში) როჯერ ფედერერს და პიტ სამპრასს 7-7-ჯერ აქვთ მოგებული, ხოლო ქალებში 9-ჯერ მარტინა ნავრატილოვას.

თეგებიუიმბლდონი
0.119641