ფეხბურთი

19:38 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაროში “მლადა ბოლესლავში” ითამაშებს

33 წლის ჩეხი თავდამსხმელი მილან ბაროში კარიერას სამშობლოში, კერძოდ “მლადა ბოლესლავში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაცის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბაროშს ისეთ დიდ გუნდში უთამაშია, როგორიც არის “ლივერპული”, სადაც ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 33 წლის ჩეხს ასევე “ასტონ ვილაში”, ლიონში”, “გალათასარაიში”, “ანტალიასფორში” და ბოლოს “ბანიკში” უთამაშია.

0.117213